вторник, 16 августа 2011 г.

სევდა ადამიანთა ცხოვრებაში

პროექტის აქტუალურობა:
პროექტის აქტუალურობა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ლიტარატურაში ეს თემა აქტუალურია და მოსწავლეებს შეეძლებათ მოიძიონ ნაწარმოებები და გაავლონ პარალელები.აქტუალურობას კიდევ განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ ისინი უკეთ გაეცნობიან ლიტერატურის ჟანრებს როგორიცაა: დრამა და ტრაგედია. შეძლებენ თვითონ გადაჭრან პრობლემა არსებულ საკითხთან  დაკავშირებით.
პროექტის მიზანი:
ამ პროექტის უპირველესი მიზანია მოსწავლეები უკეთ გაეცნონ, როგორც ქართულ, ისე მსოფლიო ლიტერატურას.გაავლებენ პარალელებს, ანალიზსს გაუკეთებენ ყველა წაკითხულ ნაწარმოებს, ჩაინიშნავენ მნიშვნელოვან ადგილებს. გააკეთებენ ჩანახატებს. შეეცდებიან თვითონ შექმნან, აღნიშნულ პრობლემაზე როგორც პროზაული, ისე ლირიკული ნაწარმოები, ასევე საკუთარი გამოცდილებიდან შექმნან ავტობიოგრაფიული ტექსტი, თუკი რათქმაუნდა ამის სურვილი ექნებათ.იმსჯელებენ სევდის გამომწვევ მიზეზებზე და შეეცდებიან ჩამოაყალიბონ თუ რომელ ასაკში შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან ან ნაკლებად სევდიანი.განუვუთარდებათ მხატვრული ლიტერატურის კითხვის უნარები. ეს პროექტი მათ დაეხმარებათ მოახდინონ ცოდნის ინტეგრირება: დაევალებათ მოიძიონ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ფილმები, მუსიკალური ნაწარმოებები, სპექტაკლის ჩანაწერები, მხატვართა ტილოები, ილუსტრაციები. მათ ასევე დაევალებათ გადაიღონ ფოტო და ვიდეო მასალა პრეზენტაციისათვის. შეიძლება ამ თემის ინტეგრირება ისტორიასთან. მიეთითებათ ასაკთან შესაფერისი ფსიქოლოგიური ნაშრომების მოძიება წვდომა და ანალიზი.პროექტის ჭეშმარიტად შესრულება ხელს შეუწყობთ იყვნენ ლაღი ადამიანები დასახავენ გზებს თუ როგორ ააცილონ ეს პრობლემა, როგორც საკუთარ, თავს ისე სხვებს.
მოსწავლეთა ჯგუფი:
მე–8 კლასი. 5 მოსწავლე.
პროექტის ხანგრძლივობა:
3 თვე.
მოსწავლეთა შესაძლო აქტივობებეი:
მოსწავლეთა რაოდენობის გათვალისწინებით მუშაობა ძირითადად წარიმართება ინდივიდუალურად, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჯგუფურ მუშაობასაც.ისინი ფაქტიურად ერთ ჯგუფად ერთიანდებიან.მოძიებულ ინფორმაციას ერთმანეთს გაუზიარებენ, ასევე  გამართავენ მსჯელობას, მოაწყობენ დისკუსიებს და დასახავენ კარგი პრეზენტაციის ჩატარების ეფექტურ გზებს.
წინასწარი ცოდნა:
მოსწავლეთა წინასწარი ცოდნა:
მოსწავლეებს ნასწავლი, წაკითხული უნდა ქონდეთ არსებულ თემასთან დაკავშირებული ნაწარმოებები, უნდა მოახდინონ ნასწავლის გახსენება. ასევე უნდა ქონდეთ არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით ერტი თემა მაინც დაწერილი.
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდაბათ სიყვარული მხატვრული ლიტერატურისადმი. განუვითარდებათმხატვრული ტექსტის: კითხვის, იდეის ამოცნობის, პარალელის გავლებისა და და ანალიზის უნარები. ჩამოყალიბდებიან ჰუმანურ ადამიანებად. შეძლებენ შექმნან ასაკის შესაფერისი ფსიქოლოგიური ხასიათის როგორც მხატვრული ტექსტი, ისე სტატიაც.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
წიგნები, კომპიუტერი და ინტერნეტი, ფოტო და ვიდეოკამერა , დისკები სადაც ჩაწერილი იქმ–ნება მუსიკა, ფილმები და სპექტაკლის ჩანაწერები.
პროექტის მსვლელობა:
1–ლი  საფეხური: სახელმძღვანელოების მოძიება.
მე–2 საფეხური: მათი წაკითზვა და ანალიზი
მე–3 საფეხური: დროდადრო შეხვედრები ინფორმაციების გაცვლა, მსჯელობა და ანალიზი.
მე–4 საფეხური: წერილობითი ტექსტის შედბენა.
მე–5 საფეხური: მხატვრული ნაწარმოების შექმნა (ესე, ნოველე, მოთხრობა, ლექსი).
მე–6 საფეხური: მსჯელობა და ანალიზი.
მე–7 საფეხური: ილუსტრაციების, ნახატების, ფილმების, სპექტაკლის ჩანაწერების, საკუთარი ხელით გადაღებული ფოტოებისა და ვიდეომასალების შეგროვება.
მე–8 საფეხური დასკვნითი პრეზენატიაიები (ზეპირი და ვიზუალური).
უპირველეს ყოვლისა მოსწავლეებს კარგად გავაცნობ პროექტის მოზანს. ავუხსნი რომ ეს თემა არის ძალიან აქტუალური, ინფორმაციის მოძიება არ არის რთული, მთავარია სწორი მიმართულებით წასვლა.
მუშაობა წარიმართება ინდივიდუალურად მაგრამ ეს არ გამორიცხავს ჯგუფურ მუშაობასაც, ისინი ერთ ჯგუფად შეიკვრებიან და ერთი გუნდის პრინციპით იმოქმედებენ.
გავუღვივებ მაქიმალურად ინტერესს, რომ რაც შეიძლება მეტი წიგნი წაიკითხონ და მეტი ინფორმაცია მოიძიონ.
ავუხსნი, რომაქ უმნიშვნელოვანესია, ასევე ისტ–ის გამოყენება და მივცემ რეკომენდაციებს როგორ იხელმძღვანელონ ტექნოლოგიებით.
ავირჩევ ლიდერს და ჩავაბარებ პროექტის ხელმძღვანელობას.
წავალთ წინასწარ შერჩეულ და თემასთან ახლოს მდგომ  სპექტაკლზე.
დავავალებ რეალური ცხოვრებიდან აიღონ, როგორც დოკუმენტური ფაქტები და აქციონ მხატვრულ ნაწარმოებთან.
წაიკითხავენ მათი ასკის შესაფერის ფსიქოლოგიური ხასიათის სტატიებს.
შევეცდები მეც და პროექტში მონაწილე მოსწავლეები ზეპირი და ვიზუალური პრეზენტაცია იყოს ძალიავ ეფექტური.
პროექტის ხელმძღვანელი: ასმათ ჩუბინიძე
ელ–ფოსტა: asmatichubinidze2@gmail.com
asmo-ojola.blogbost.com


















































четверг, 11 августа 2011 г.

ჩემს შესახებ

მე ვარ ასმათ ჩუბინიძე 25 წლის,  მასწავლებელი, ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია!